საავტორო კურსი MS Excel
გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ ანგარიშზე რომ შეძლოთ შეტყობინების გამოგზავნა
Description
ტრენინგის ხანგრძლივობა: 15 საათი (6+2 პრაქტიკული შეხვედრა)
ტრენინგის თარიღი: 4-დან 20 ივლისის ჩათვლით, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს
ტრენინგის ჩატარების დრო: 19:30 - 22:00
ტრენინგი მოიცავს MS Excel-ის, როგორც საწყის ისე მაღალი დონის ფუნქციონალებს. მათი შესწავლის შედეგად ტრენინგის მონაწილეს ეძლევა Excel-ის გამოყენების უნარ-ჩვევების გაუმჯობესების შესაძლებლობა, ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში
ტრენინგის მიზანი: ტრენინგის მონაწილემ Microsoft Excel-ის გამოყენებით შეძლოს მონაცემების დამუშავება, სამუშაო ფაილის აგება, ანალიზი და ვიზუალიზაცია
შესწავლის შემდეგ ტრენინგის მონაწილე შეძლებს:
- სამუშაო ფაილის აგებას, ინფორმაციის სწორად შეყვანას და ფორმატირებას
- ლოგიკური, სტატისტიკური ტექსტური და სხვა ფორმულების გამოყენებას
- ფორმულების და ფუნქციების გამოყენებით ცხრილების შედგენას და მონაცემების დამუშავებას
- დიდი მონაცემების ანალიტიკურ ცხრილად გარდაქმნას, დამუშავებას და ვიზუალიზაციას
- სხვადასხვა ფაილებში ინფორმაციის შედარებას, გაერთიანებასა და დახარისხებას
ვისთვის არის განკუთვნილი: ტრენინგი განკუთვნილია, როგორც დამწყები, ისე საშუალო დონის მონაწილეებისათვის
ტრენერი: გიორგი დათუკიშვილი, Ph.D.
ტრენინგის ჩატარების ადგილი: პეტრე ქავთარაძის I შეს #7, სასტუმრო "მოჯო"
მონაწილეთა რაოდენობა: არაუმეტეს 15 მონაწილე