დეველოპმენტი, როგორც სასურველი მიმართულება

დეველოპმენტი, როგორც სასურველი მიმართულება

09/02/2021
მომხმარებელი makhvlediani

დეველოპმენტი სწორად იმ პროფესიას მიეკუთვნება , ამ სტატიაში კი შევეცდებით გაგაცნოთ სულ მცირე 4 მიზეზის დახმარებით გაგაცნო დეველოპმენტის უპირატესობები.

დეველოპერი 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად სამუშაოს შორის ერთ-ერთია

დეველოპერები დიდ ბრიტანეთში წელიწადში საშუალოდ 60, 000 ევრომდე გამოიმუშავებენ, ხოლო აშშ-ში 120,000 დოლარამდე. დეველოპერის საქმიანობა ნამდვილად დაფასებულია, ამიტომაცაა ის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებად პროფესიას შორის ერთ-ერთი.

დეველოპერების მიმართ მოთხოვნა მაღალია

ყველა კომპანიას სჭირდება გამართული ვებ-გვერდი, ამიტომ ამ პროცესში დეველოპერის ჩართულობა აუცილებელია. დეველოპმეტის მიმართულება ყოველთვის იქნება ძალიან მოთხოვნადი ნებისმიერი სფეროს კომპანიისთვის.

Indeed.com-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კომპანიებს ძალიან უჭირთ დეველოპერის მოძებნა, რადგან ამ მიმართულებით მომუშავე ადამიანების რიცხვი სხვა პროფესიებთან შედარებით ძალიან მცირეა, მოთხოვნა კი მაღალია.

შენ არ გჭირდება ბაკალავრის დიპლომი

ყველას შეუძლია გახდეს დეველოპერი, მთავარია სურვილი და დაინტერესება. ბაკალავრის დიპლომის გარეშეც კი შეგიძლია იმუშაო საუკეთესო კომპანიაში, როგორც დეველოპერმა. შეგიძლია გაიარო კურსი, დაეუფლო პროფესიას, იმუშაო საკუთარი უნარების დახვეწაზე.

თუ შეძლებ, რომ ჩამოყალიბდე პროფესიონალ დეველოპერად, ნებისმიერ კომპანიას მოუნდება შენთან თანამშრომლობა და ის ფაქტი, რომ ბაკალავრის დიპლომი არ გაქვს მოთხოვნის მიღმა დარჩება.

აქ არ არსებობს ორი ერთნაირი დღე

ტექნოლოგიები კრეატიული ადამიანებისთვის საუკეთესო ადგილია. კოდის წერა მოითხოვს დეტალების გააზრებას, ყურადღებას, მუდმივად ახალ დავალებებთან და პრობლემებთან გამკლავებას, ამ პროცესში კი გამუდმებით, რაღაც ახალს სწავლობ და ვითარდები. მოკლედ რომ ვთქვათ მუდამ განვითარების და კრეატივის ძიების პროცესში ხარ, ამიტომ არ არსებობს ორი ერთნაირი დღე.