პირობითი ფორმატირება

პირობითი ფორმატირება

09/02/2021
მომხმარებელი makhvlediani

პირობითი ფორმატირება

პირობითი ფორმატირება (Conditional Formatting) მოთავსებულია Home მენიუში. 

მონაცემთა ფორმატირება შესაძლებელია სხვადასხვა პირობების გათვალისწინებით.

New Rule ბრძანებით ვქმნით ახალ პირობას/წესს

Clear Rules ბრძანებით ვშლით სასურველ ან ყველა პირობას/წესს

Manage Rules ბრძანებით კი ვმართავთ არსებულ პირობებს/წესებს ჩვენი სურვილისამებრ

პირობითი ფორმატირება საშუალებას გვაძლევს რამდენიმე პირობის/წესის გამოყენებით დავაფორმატიროთ უჯრები.

პირობების/წესების დადების თანმიმდევრობა მნიშვნელოვანია, ბოლოს დადებული პირობა/წესი უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე იქამდე დადებულები.

პირობების/წესების თანმიმდევრობების შეცვლა შეგვიძლია Manage Rules ბრძანებით

შემდგომში პირობა = წესი

დავდგეთ იმ პირობაზე, რომლის ადგილის შეცვლაც გვსურს და Move up ბრძანებით ან Ctrl + Up Arrow კლავიშთა კომბინაციით ავიტანთ ან Move Down ბრძანებით ან Ctrl + Down Arrow კლავიშთა კომბინაციით ჩამოვიტანთ პირობას.

Manage Rules-ში ასევე შეგვიძლია კონკრეტული პირობის ამოშლაც. დავდგებით იმ პირობაზე, რომლის ამოშლაც გვსურს და ავირჩევთ Delete Rule ბრძანებას.

ფორმატირების წაშლა ხდება Clear Rules ბრძანებით.

Clear rules from selected cells გულისხმობს, რომ ფორმატირება მოეხსნება მხოლოდ მონიშნულ უჯრებს

Clear rules from entire sheet გულისხმობს, რომ ფორმატირება მოეხსნება მხოლოდ მოცემულ შიტს.

Format Painter ბრძანებით შესაძლებლობა გვეძლევა ჩვენთვის სასურველი ფორმატირება გადავიტანოთ სხვა უჯრაზე, სვეტსა და შიტზე.

როგორც უკვე ვიცით, Format Painter ბრძანება მოთავსებულია Home მენიუში

რიცხვებზე ფორმატირება

ამოცანა 1

გაწითლდეს ყველა უჯრა, რომელშიც წერია 1000-ზე დიდი რიცხვი.

მოვნიშნოთ რიცხვები, შევიდეთ Home მენიუში, ავირჩიოთ Conditional Formatting ბრძანება, Highlight Cells Rules, Greater Than და გამოსულ ფანჯარაში მივუთითოთ ჩვენთვის სასურველი პირობა.

შედეგად გაწითლდება ყველა უჯრა, რომელშიც წერია 1000-ზე მეტი ქულა, ხოლო დანარჩენი უჯრები (1000-ზე ნაკლები) დარჩება უცვლელი.


ამოცანა 2

გაწითლდეს ყველა უჯრა, რომელშიც წერია 1000-ზე ნაკლები რიცხვი.

მოვნიშნოთ რიცხვები, შევიდეთ Home მენიუში, ავირჩიოთ Conditional Formatting ბრძანება, Highlight Cells Rules, Less Than და გამოსულ ფანჯარაში მივუთითოთ ჩვენთვის სასურველი პირობა.

შედეგად გაწითლდება ყველა უჯრა, რომელშიც წერია 1000-ზე ნაკლები ქულა, ხოლო დანარჩენი უჯრები (1000-ზე მეტი) დარჩება უცვლელი.

ამოცანა 3

გაწითლდეს ყველა უჯრა, რომელშიც წერია 5-სა და 10-ს შორის რიცხვები.

მოვნიშნოთ რიცხვები, შევიდეთ Home მენიუში, ავირჩიოთ Conditional Formatting ბრძანება, Highlight Cells Rules, Between და გამოსულ ფანჯარაში მივუთითოთ ჩვენთვის სასურველი პირობა.

შედეგად გაწითლდება ყველა უჯრა, რომელშიც წერია 5-სა და 10-ს შორის რიცხვები, ხოლო დანარჩენი უჯრაბი (5-ზე ნაკლები და 10-ზე მეტი) უცვლელი დარჩება.

ტექსტზე ფორმატირება

ამოცანა 1

გააფერადეთ მწვანედ ყველა უჯრა, რომელშიც წერია „ელექტრონული აკადემია“

მოვნიშნოთ უჯრები, შევიდეთ Home მენიუში, ავირჩიოთ Conditional Formatting ბრძანება, Highlight Cells Rules, Equal to და გამოსულ ფანჯარაში მივუთითოთ ჩვენთვის სასურველი პირობა.

შედეგად გამწვანდება ყველა უჯრა, რომელშიც წერია „ელექტრონული აკადემია“, ხოლო დანარჩენი უჯრები უცვლელი დარჩება.

ამოცანა 2

მოცემული გვაქვს სხვადასხვა წლების MS Office-ები და ყვითლად უნდა გავაფერადოთ ყველა 2019 წლის MS Office

მოვნიშნოთ უჯრები, შევიდეთ Home მენიუში, ავირჩიოთ Conditional Formatting ბრძანება, Highlight Cells Rules, Text That Contains და გამოსულ ფანჯარაში მივუთითოთ ჩვენთვის სასურველი პირობა.

შედეგად გაყვითლდება ყველა ის უჯრა, რომელიც შეიცავს „2019“-ს

თუ ჩამონათვალში არ არის მოცემული ჩვენთვის სასურველი ფერი, ვირჩევთ Custom Format ბრძანებას, გამოვა Format Cells-ის ფანჯარა და Fill ნაწილში ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ ფერს.

თარიღების ფორმატირება

ამოცანა 1

წითლად გააფერადეთ მიმდინარე თვეში დარეგისტრირებული ბარათის თარიღის უჯრა, ყვითლად გააფერადეთ გასულ თვეში დარეგისტრირებული ბარათის თარიღის უჯრა.

მოვნიშნოთ თარიღების უჯრები, შევიდეთ Home მენიუში, ავირჩიოთ Conditional Formatting ბრძანება, Highlight Cells Rules, A Date Occurring და გამოსულ ფანჯარაში მივუთითოთ ჩვენთვის სასურველი პირობა. რადგან ჩვენ გვაქვს ორი პირობა, ორჯერ გავიმეოროთ პირობითი ფორმატირების მოქმედებები.

შედეგად გაწითლდება მიმდინარე თვეში დარეგისტრირებული ბარათების თარიღების უჯრები, ხოლოდ გაყვითლდება გასულ თვეში დარეგისტრირებული ბარათების თარიღების უჯრები.

დუბლიკატების ფორმატირება

ამოცანა 1

წითლად გავაფერადოთ ყველა იმ მომხმარებლის უჯრა, რომელთა სახელები და გვარები მეორდება.

მოვნიშნოთ მომხმარებელთა სახელებისა და გვარეების უჯრები, შევიდეთ Home მენიუში, ავირჩიოთ Conditional Formatting ბრძანება, Highlight Cells Rules, Duplicate Values და გამოსულ ფანჯარაში მივუთითოთ ჩვენთვის სასურველი პირობა.

შედეგად წითლად გაფერადდება ყველა დუბლირებული უჯრა.

ამოცანა 2

ყვითლად გავაფერადოთ ყველა იმ მომხმარებლის უჯრა, რომელთა სახელები და გვარები არ მეორდება.

მოვნიშნოთ მომხმარებელთა სახელებისა და გვარების უჯრები, შევიდეთ Home მენიუში, ავირჩიოთ Conditional Formatting ბრძანება, Highlight Cells Rules, Duplicate Values და გამოსულ ფანჯარაში მივუთითოთ ჩვენთვის სასურველი პირობა.

შედეგად ყვითლად გაფერადდება ყველა უნიკალური უჯრა.

უმაღლესი და უმცირესი ათეულების ფორმატირება

ამოცანა 1

წითლად გავაფერადოთ 5 ყველაზე მაღალქულიანი მომხმარებლის ქულების უჯრები

მოვნიშნოთ მომხმარებელთა მიღებული ქულები, შევიდეთ Home მენიუში, ავირჩიოთ Conditional Formatting ბრძანება, Top/Bottom Rules, Top 10 Items და გამოსულ ფანჯარაში მივუთითოთ ჩვენთვის სასურველი პირობა.

შედეგად წითლად გაფერადდება 5 ყველაზე მაღალქულიანი მომხმარებლის ქულების უჯრები.

ამოცანა 2

ყვითლად გავაფერადოთ 5 ყველაზე დაბალქულიანი მომხმარებლის ქულების უჯრები

მოვნიშნოთ მომხმარებელთა მიღებული ქულები, შევიდეთ Home მენიუში, ავირჩიოთ Conditional Formatting ბრძანება, Top/Bottom Rules, Bottom 10 Items და გამოსულ ფანჯარაში მივუთითოთ ჩვენთვის სასურველი პირობა.

შედეგად ყვითლად გაფერადდება 5 ყველაზე დაბალქულიანი მომხმარებლის ქულების უჯრები.

ამოცანა 3

მწვანედ გავაფერადოთ ყველაზე მაღალქულიანი მომხმარებლების 20%-ში შემავალი ქულების უჯრები

მოვნიშნოთ მომხმარებელთა მიღებული ქულები, შევიდეთ Home მენიუში, ავირჩიოთ Conditional Formatting ბრძანება, Top/Bottom Rules, Top 10 % და გამოსულ ფანჯარაში მივუთითოთ ჩვენთვის სასურველი პირობა.

შედეგად მწვანედ გაფერადდება ყველაზე მაღალქულიანი მომხმარებლების 20%-ში შემავალი ქულების უჯრები.

ამოცანა 4

წითლად გავაფერადოთ ყველაზე დაბალქულიანი მომხმარებლების 20%-ში შემავალი ქულების უჯრები

მოვნიშნოთ მომხმარებელთა მიღებული ქულები, შევიდეთ Home მენიუში, ავირჩიოთ Conditional Formatting ბრძანება, Top/Bottom Rules, Bottom 10 >#/b### და გამოსულ ფანჯარაში მივუთითოთ ჩვენთვის სასურველი პირობა.

შედეგად წითლად გაფერადდება ყველაზე დაბალქულიანი მომხმარებლების 20%-ში შემავალი ქულების უჯრები.



ამოცანა 5

ყვითლად გავაფერადოთ ყველა ის უჯრა, რომელშიც მომხმარებლის ქულა არის საშუალოზე მეტი.

მოვნიშნოთ მომხმარებელთა მიღებული ქულები, შევიდეთ Home მენიუში, ავირჩიოთ Conditional Formatting ბრძანება, Top/Bottom Rules, Above Average და გამოსულ ფანჯარაში მივუთითოთ ჩვენთვის სასურველი პირობა.

შედეგად ყვითლად გაფერადდება ყველა ის უჯრა, რომელშიც მომხმარებლის ქულა არის საშუალოზე მეტი

ამოცანა 6

მწვანედ გავაფერადოთ ყველა ის უჯრა, რომელშიც მომხმარებლის ქულა არის საშუალოზე ნაკლები.

მოვნიშნოთ მომხმარებელთა მიღებული ქულები, შევიდეთ Home მენიუში, ავირჩიოთ Conditional Formatting ბრძანება, Top/Bottom Rules, Below Average და გამოსულ ფანჯარაში მივუთითოთ ჩვენთვის სასურველი პირობა.

შედეგად ყვითლად გაფერადდება ყველა ის უჯრა, რომელშიც მომხმარებლის ქულა არის საშუალოზე ნაკლები

Data Bars

ამოცანა 1

გავაფერადოთ მომხმარებელთა ქულების უჯრები სიდიდეების მიხედვით

მოვნიშნოთ მომხმარებელთა მიღებული ქულები, შევიდეთ Home მენიუში, ავირჩიოთ Conditional Formatting ბრძანება, Data Bars, რომელშიც არის ორი კატეგორია: Gradient Fill და Solid Fill.

Gradient Fill არის გრადირებული შევსება

Solid Fill - სრულად შევსება.

Gradient Fill ბრძანების არჩევის შემთხვევაში დავინახავთ, რომ უარყოფითი რიცხვების შემთხვევაში მარცხენა მხარე შეივსება წითლად, ხოლო დადებითების შემთხვევაში - მარჯვენა ლურჯად. უჯრა ივსება არსებულ ქულებში მაქსიმალურთან მიმართებაში. მაქსიმალური შევსებულია სრულად, ხოლო დანარჩენი პროცენტული რაოდენობის მხიედვით იკლებს.

ამოცანა 2

გააფერადეთ მომხმარებლების ქულების უჯრები სიდიდის მიხედვით მაქსიმალური ქულა არის 5000.

მოვნიშნოთ მომხმარებელთა მიღებული ქულები, შევიდეთ Home მენიუში, ავირჩიოთ Conditional Formatting ბრძანება, Data Bars და ახლა ავირჩიოთ Solid Fill.

შედეგად მივიღეთ, რომ ქულების უჯრებიდან, რომელიც იყო მაქსიმალური, შეივსო სრულად და დანარჩენი ქულების უჯრები მასთან მიმართებით გაფერადდა.

ჩვენი მიზანი არის, რომ მაქსიმალურ ქულად მივიჩნიოთ 5000 და გავაფერადოთ უჯრები არა მიღებული ქულებიდან მაქსიმალურთან მიმართებით, არამედ 5000-თან.

მოვნიშნოთ მონაცემები, შევიდეთ Manage Rules ბრძანებაში, გამოსულ ფანჯარაშო ორჯერ დავაწკაპუნოთ Data Bars-ს, Edit Formatting Rule-ში Maximum-ის ნაწილში მივუთითებთ Number-ს, შემდეგ 5000-ს და Apply. 

შედეგად ვნახავთ, რომ შემცირდება ყველა პარამეტრი, რადგან ჩამონათვალში უდიდესი მონაცემიც კი ნაკლებია 5000-ზე და არ არის ბოლომდე შევსებული. თუ უჯრა 5000-ზე მეტი იქნებოდა, ანალოგიურად შეივსებოდა ბოლომდე.

ფერთა პალიტრა (Color Scales)

ამოცანა 1

გავაფერადოთ მომხმარებელთა ქულების უჯრები ფერთა პალიტრის მიხედვით (მწვანე წითელი).

მოვნიშნოთ მომხმარებლთა ქულების უჯრები, შევიდეთ Home მენიუში, ავირჩიოთ Conditional Formatting ბრძანება, Color Scales და Green-Yellow-Red Color Scale.

შედეგად მივიღებთ, რომ რაც უფრო წითელია რიცხვი უფრო დაბალია, ხოლო რაც უფრო მწვანეა - უფრო მაღალი. საშუალო რიცხვები გაფერადდება ყვითლად.

ამოცანა 2

გავაფერადოთ მომხმარებელთა ქულების უჯრები ფერთა პალიტრის მიხედვით (წითელი მწვანე).

მოვნიშნოთ მომხმარებლთა ქულების უჯრები, შევიდეთ Home მენიუში, ავირჩიოთ Conditional Formatting ბრძანება, Color Scales და Red-Yellow-Green Color Scale.

შედეგად მივიღებთ, რომ რაც უფრო მწვანეა რიცხვი უფრო დაბალია, ხოლო რაც უფრო წითელია - უფრო მაღალი. საშუალო რიცხვები გაფერადდება ყვითლად.

ასევე შესაძლებლობა გვაქვს სხვადასხვა ფერთა პალიტრა ავირჩიოთ მონაცემთა ფორმატირებისთვის.

Manage Rules ბრძანებიდან ჩვენი სურვილისამებრ ვცვლით პირობები.

შეგვიძლია შევცვალოთ როგორც ფერთა პალიტრა, ასევე პროცენტული რააოდენობები, რამდენი პროცეენტისთვის შეიცვლება ფერი. პროცენტი შეგვიძლია გადავაქციოთ რიცხვად (Number) და შემდეგ შესაძლებლობა გვეძლევა კონკრეტულ რიცხვზე მაღალ და დაბალ რიცხვებს შევუცვალოთ ფერი

სიმბოლოებით გამოსახვა (Icon Set)

ამოცანა 1

გამოვსახოთ სიმბოლოებით მომხმარებელთა ქულების უჯრები სიდიდის მიხედვით (ისრებით)

მოვნიშნოთ მომხმარებლთა ქულების უჯრები, შევიდეთ Home მენიუში, ავირჩიოთ Conditional Formatting ბრძანება, Icon Set და ავირჩოთ პირველივე 3 Arrows (Colored)

შედეგად მივიღებთ, რომ დიდი რიცხვების მარცხენა მხარეს გამოისახება ზევით მიმართული მწვანე ისარი, პატარა რიცხვების მარცხენა მხარეს - წითელი ქვემოთ მიმართული ისარი, ხოლო საშუალო რიცხვებისთვის - ყვითელი მარჯვენა მხარეს მიმართული ისარი.

ისრები არის მიმართულებების გამომსახველი

ამოცანა 2

გამოვსახოთ სიმბოლოებით მომხმარებელთა ქულების უჯრები სიდიდის მიხედვით (ვარსკვლავებით)

მოვნიშნოთ მომხმარებლთა ქულების უჯრები, შევიდეთ Home მენიუში, ავირჩიოთ Conditional Formatting ბრძანება, Icon Set და ავირჩოთ 3 Stars

შედეგად მივიღებთ, რომ რაც უფრო შევსებულია ვარსკვლავი მით უფრო დიდი რიცხვია მოცემული.

ვარსკვლავები არის რეიტინგის გამომსახველი

ამოცანა 3

გააფერადეთ მომხმარებლების ქულების უჯრები სიდიდის მიხედვით (ინდიკატორები) აჩვენეთ მხოლოდ სიმბოლოები.

მოვნიშნოთ მომხმარებლთა ქულების უჯრები, შევიდეთ Home მენიუში, ავირჩიოთ Conditional Formatting ბრძანება, Icon Set და ავირჩოთ 3 Symbols (Uncircled), შემდეგ შევიდეთ Manage Rules ბრძანებაში ორჯერ დავაწკაპუნოთ Icon Set-ზე და გამოსულ ფანჯარაში მოვნიშნოთ Show Icon Only ბრძანება.

მაქსიმუმთან მიმართებაში 33%-მდე რიცხვები არის წითელი სიმბოლოთი გამოსახული, 33%-დან 67%-მდე რიცხვები ყვითელი, ხოლო 67%-დან მაქსიმუმამდე მწვანე სიმბოლოებით.

პროცენტების შეცვლა შეგვიძლია რიცხვითი მონაცემებითაც.

ამოცანა 4

გააფერადეთ მომხმარებლების ქულების უჯრები სიდიდის მიხედვით (ისრები) შეუცვალეთ მიმართულება

მოვნიშნოთ მომხმარებლთა ქულების უჯრები, შევიდეთ Home მენიუში, ავირჩიოთ Conditional Formatting ბრძანება, Icon Set და ავირჩოთ 3 Arrows (Colored), შემდეგ შევიდეთ Manage Rules ბრძანებაში ორჯერ დავაწკაპუნოთ Icon Set-ზე და გამოსულ ფანჯარაში დავაწკაპუნოთ Reverse Icon Order ბრძანებზე.

შედეგად მაქსიმუმთან მიმართებაში 33%-მდე რიცხვები არის მწვანე სიმბოლოთი გამოსახული, 33%-დან 67%-მდე რიცხვები ყვითელი, ხოლო 67%-დან მაქსიმუმამდე წითელი სიმბოლოებით.

ფორმულა პირობით ფორმატირებაში (New Rule)

ამოცანა 1

გავაფერადოთ მწვანედ ყველა იმ მომხმარებლის სახელი რომელიც იწყება ‘გ’ ასოზე

მოვნიშნოთ მომხმარებელთა სახელებისა და გვარების უჯრები, შევიდეთ Home მენიუში, ავირჩიოთ Conditional Formatting ბრძანება, New Rule და ავირჩოთ Format only cells that contain, შემდეგ Specific text, Beginning with და მივუთითოთ ასო ‘გ’. შემდეგ დავაწკაპუნოთ Format ბრძანებაზე და ავირჩიოთ მწვანე ფერი.

შედეგად მივიღეთ, რომ სახელები, რომლებიც იწყებოდა ‘გ’ ასოზე გაფერადდა მწვანედ.

ამოცანა 2

გავაფრადოთ წითლად ყველა ბლოკირებული მომხმარებლის სახელისა და გვარის შემცველი უჯრები.

სტატუსის მიხედვით უნდა დავადოთ მომხმარებელთა სახელებსა და გვარებს ფორმატირება.

მოვნიშნოთ მომხმარებელთა სახელებისა და გვარების უჯრები, შევიდეთ Home მენიუში, ავირჩიოთ Conditional Formatting ბრძანება, New Rule და ავირჩოთ Use the formula to determine which cells to format.

Format values where this formula is true-ში ჩავწერთ ფორმულას

=H8=”ბლოკირებული“

როდესაც ფორმულაში ავირჩევთ კონკრეტულ უჯრას, ავტომატურად გაიყინება და აუცილებელია, რომ მოვხსნათ გაყინვა, რადგან ფორმატირებისას შეიცვალოს იგი.

შემდეგ დავაწკაპუნოთ Format ბრძანებაზე და ავირჩიოთ წითელი ფერი.

შედეგად გაწითლდა ყველა იმ მომხმარებლის სახელი და გვარი, რომლის სტატუსი იყო „ბლოკირებული“