Google-ის ახალი სერვისი - ვიზიტის დაჯავშნა

Google-ის ახალი სერვისი - ვიზიტის დაჯავშნა

07/24/2022
მომხმარებელი Developers Geopay

დრო ყველაზე ძვირფასი რესურსია 21-ე საუკუნეში. მუშაობის პროცესში ვცდილობთ ყველაფრის ავტომატიზაციას, რომ რაც შეიძლება ნაკლები საქმის მექანიკურად შესრულება მოგვიხდეს. 

Google Workspace ერთ სივრცეში გვთავაზობთ ყველაფერს, რაც გვჭირდება კომუნიკაციისთვის და მუშაობისთვის. Google გვეხმარება, რომ დავხარჯოთ ნაკლები დრო დაგეგმვაზე, ჩავნიშნოთ ღონისძიებები სწრაფად, შევამოწმოთ თანამშრომლების ხელმისაწვდომობა მათი გაზიარებული კალენდრის მიხედვით და ა.შ.

 Google-მა ახალი სერვისი დაამატა - ვიზიტის დაჯავშნა, რომელიც ექიმებს, პერსონალურ ტრენერებს, სალონში მომუშავე ადამიანებს, მასწავლებლებს, ლექტორებს, HR მენეჯერებს და სხვა სერვისის სფეროში მომუშავე ადამიანებს ძალიან გამოადგებათ.

ამ სერვისის გამოყენების პირველივე დღიდან დაივიწყებთ ისეთ კითხვებსა და ფრაზებს, როგორებიცაა გაქვთ თუ არა ადგილი? შეგიძლიათ ჩამწეროთ? თავისუფალი ხართ ამ დროს? როდიშ შეძლებთ მიმიღოთ? გასაუბრება როდის მექნება? და სხვა.

ამ სერვისის გამოსაყენებლად შედით კალენდარში და მონიშნეთ სასურველი დრო კონკრეტულ თარიღში.

გამოჩნდება ფანჯარა


აქ შეარჩიეთ Appointment schedule და დააჭორეთ continue 


გამოსულ ფანქარაში განსაზღვრეთ აქტივობის სახელი. 

მაგალიათად „გასაუბრება ანალიტიკოსის პოზიციაზე“.

 Appointment duration-ში კი აირჩიეთ თითო სესიის ხანგრძლივობა 

ხოლო Availability-ში კი აირჩიეთ განმეორებადი გნებავთ იყოს თუ არაგანმეორებადი. 


ეს კონკრეტული ტიპი არის არაგანმეორებადი აქტივობა, ამიტომ შეარჩიეთ Dose Not repeat

შემდეგ აირჩიეთ თარიღი და დროები, ხოლო Add a date ღილაკით შეგიძლიათ დაამატოთ სხვა თარიღიც 


Scheduling window ნაწილში შეგიძლიათ შეარჩიოთ რამდენი დღით ადრე არის შესაძლებელი სესიის მონიშვნა და მინიმუმ რამდენი საათით ადრე



Booked appointment settings-ში კი შეგიძლიათ აირჩიოთ აქტივობებს შორის შესვენება და ასევე დღეში აქტივობების მაქსიმალური რაოდენობა რაც შეიძლება დაკავდეს. 

მაგალითად, თქვენ კი შეგიძლიათ გახსნათ 10 სავარაუდო პერიოდები მაგრამ დღეში მხოლოდ 5-ს არჩევა/დაკავება იყოს შესაძლებელი


ასევე შესაძლებელია ადგილმდებარეობის განსაზღვრა სხვადასხვა ფორმით, ლოკაცია, გუგლის შეხვედრა, სატელეფონო ზარი და სხვა


Description - ამ ნაწილში კი შეგიძლიათ აღწეროთ თქვენი აქტივობები


ერთერთი ყველაზე საინტერესო ნაწილი კი გახლავთ საჭირო ინფორმაციის პანელი

 თქვენ შეგიძლიათ მოაგროვოთ მჯავშნელის შესახებ

სახელი,გვარი, ელ-ფოსტის მისამართი-ესენი სავალდებულო ველებია, ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ტელეფონის ნომერი და გახადოთ ისიც სავალდებულო ან დაამატოთ კიდევ რამე მაგალითად ასაკი და ესეც იყოს სავალდებული Required ღილაკის მონიშვნით.

 

ხოლო ის რომ ჯავშანი მართლაც ვალიდურია ამისათვის გირჩევთ გააქტიუროთ Require email verificationამ დროს მჯავშნელს ელექტრონულ ფოსტაზე მიუვა კოდი რომლის მიხედვითაც დაადასტურებს ჩავშანს.

ჯავშნის დადასტურება და შეხსენება კი ამ პანელიდან იმართება

შეგიძლიათ გააქტიუროთ ელ-ფოსტით შეხსენება და Add Reminder-იდან კი აირჩიოთ როდის და რამდენჯერ გაახსენოს თუნდაც ერთი ან 2 დღით ადრე ან რამოდენიმე საათით ადრე და სხვა.

ამის შემდეგ გამოდის ახალი ფანჯარა


BOOKABLE APPOINTMENT SCHEDULE

Share ღილაკზე ხელის დაჭერით გაიხსნება ფანჯარ საიდანაც Copy Link ხელის დაჭერით მიიღებთ ბმულს რომელსაც გაუზიარებთ თქვენ პოტენციურ მჯავშნელებს.

ხოლო open booking page-ზე ხელის დაჭერით კი მიიღებთ ახალ ფანჯარას სადაც დაინახავთ თუ რა ხდება ჯავშნებში

აირჩიეთ თქვენთვის საურველი დრო და შეავსეთ გამოსული ფანჯარა. 


შეიყვანეთ აქტივაციის კოდი , რომელიც გამოგეგზავნათ ელ-ფოსტაში და დაასრულეთ ჯავშანი

 

ეს ფუნქცია მუშაობს Google Workspace Business Standard და Workspace Business Standard Plus და Enterprise პაკეტებზე

ამ და კიდევ სხვა სერვისების გასააქტიურებლად მიმართეთ ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციას ჯეოსოფტს. 

2018 წლიდან ჯეოსოფტი წარმოადგენს Google Cloud-ის ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში და გვთავაზობს ბევრ ინოვაციურ სერვისს.

გვახსოვდეს, რომ  ”თუ დრო ყველაზე ძვირფასია, მაშინ დროის დაკარგვა ყველაზე დიდი ფლანგვაა” - ბენჯამინ ფრანკლინი.

Google Workspace Business Standard და Workspace Business Standard Plus და Enterprise პაკეტების გასააქტიურებლად მიმართეთ კომპანია Geosoft-ს - Google Cloud-ის ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში.

https://geosoft.ge/google-work...