Power BI - სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად

Power BI - სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებების მისაღებად

09/02/2021
მომხმარებელი makhvlediani

Power BI არის მონაცემთა დამუშავების, ავტომატიზაციის, ანალიზის და რეპორტინგის საუკეთესო პროდუქტი, მას აქვს როგორც Power Query Editor - რაც ავტომატიზაციას უწყობს ხელს, ისე დახვეწილი რეპორტინგის მექანიზმი და რაც მთავარია DAX-ის, იგივე Data Analysis Expressions-ის ფუნქციონალი, რაც ანალიტიკის უსაზღვრო შესაძლებლობას ნიშნავს.

დღევანდელ ბიზნეს გარემოში, მთავარია სწორად დაგეგმო მომავალი ნაბიჯები, რათა გაუმკლავდე იმ გამოწვევებს რომელსაც ყოველდღიურად უპირისპირდება ბიზნეს-საქმიანობა, განსაზღვრო თუ რა საფრთხეებსა და სასიკეთო საქმეებთან გექნება შეხება და რომელ მიმართულებას დაუთმო მეტი რესურსი, რაც ბოლოს გამოიწვევს როგორც ბიზნესის ზრდას, ასევე არა საჭირო რესურსების ფლანგვის შემცირებას.


თუ რუტინული საქმიანობის ავტომატიზაცია არ გხიბლავთ, მაშინ უნდა იცოდეთ რომ Power BI-ში საკმარისია ერთ refresh ღილაკს ხელი დააწკაპუნოთ და ამით განაახლოთ თქვენი მონაცემები და მეტიც, შეგიძლიათ დაავალოთ რომ ყოველ 30 წამში ერთხელ განახლდეს, რაც გამოიწვევს იმას რომ ყოველთვის, დროის ნებისმიერ მონაკვეთში Real Time View გექნებათ, არ დაელოდებით თანამშრომლებს როდის განაახლებენ რეპორტებს და არ დაკარგავთ დროს კადრების გადამზადებაში, იმის ასახსნელად თუ როგორ მუშაობდა თქვენი ძველი რეპორტინგის მექანიზმი.


Power BI-ს ყველაზე ძლიერი ფუნქციონალი მისი ანალიტიკური ფორმულებია, თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ისეთი ფორმულები, რომელიც დაგითვლით 1 წლის ჯამში შემოსავლის მოცულობას, გააკეთოთ წინა პერიოდზე დაყრდნობით როგორი დინამიკა გაქვთ და ამ ყველაფერზე დაყრდნობით, გათვალოთ როდის მიაღწევს თქვენი წლიური ბრუნვა 100,000₾-ს, რათა დარეგისტრირდეთ დღგ-ს გადამხდელად, ან თუნდაც განსაზღვროთ თქვენი სამომავლო მიზნები, როგორც წინა პერიოდის ჯამური შემოსავლის 3%-იანი ზრდა, მერე კი ახსნათ რის ხარჯზე მოხდა ან ვერ მოხდა მიზნის შესრულება. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ კორელაციური კავშირი თქვენს შემოსავლებსა და პროდუქტების გაყიდვადობას შორის, დასკვნები გააკეთოთ და ნახოთ თუ რა იწვევს ერთის მხრივ, A პროდუქტის კარგად გაყიდვადობას და მეორეს მხრივ, B პროდუქტის ცუდად გაყიდვადობას.


ამ ყველაფერზე დაყრდნობით, დინამიკაზე დაკვირვებით და სწორი ანალიზით ჩვენ ვიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს და ეს არა მხოლოდ ბიზნეს საქმიანობის საკითხია. თუ გაღვიძებისას, პირდაპირ დგებით და თავბრუ გეხვევათ, მესამე, მეოთხე ჯერზე ცოტა ხანი წამოჯდებით, და მერე ადგებით, ხშირად, ბიზნეს საქმიანობის წარმოებისას ყოველდღიური ცხოვრების მექანიზმები 1-1-ში გადმოდის.

აუცილებელია ბიზნესი აკონტროლებდეს რომელი ობიექტი, პროდუქტი, ან თანამშრომელი იწვევს უკან დახევას და რომელი პირიქით, წინ სვლას, ის ყველაფერი კი რაც ახლა თქვენ წაიკითხეთ არის Power BI-ს მხოლოდ მცირედი ნაწილი, მისი შესაძლებლობები სრულიად თქვენზეა დამოკიდებული, ყველაფერი, რასაც წარმოიდგენთ, შესაძლებელია იყოს მასში ასახული, როგორც პიკასომ გვითხრა, everything we imagine, is real!

თუ გინდა გაიგო უფრო მეტი MS Power Bi - ს შესახებ და განავითარო შენი ბიზნესი ჩვენთან ერთად დარეგისტრირდი თორნიკე კვინიკაძის კურსზე 

სტატიის ავტორები: თორნიკე კვინიკაძე, მარიამ დვალიშვილი