MS Word
გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ ანგარიშზე რომ შეძლოთ შეტყობინების გამოგზავნა
Description
ტრენინგი ამ ეტაპზე არაა გამოცხადებული
ტრენინგი მოიცავს MS WORD-ის პროგრამის ისეთი ინსტრუმენტების შესწავლას, რომელთა გამოყენებით შესაძლებელია ტექსტური დოკუმენტების მაღალ დონეზე მომზადება და რედაქტირება
ტრენინგის მიზანი: მონაწილემ MS WORD-ის პროგრამის გამოყენებით შეძლოს ტექსტური დოკუმენტის მომზადება და გაფორმება სურათების, ცხრილების, დიაგრამებისა და სხვა ვიზუალური ელემენტების და ინსტრუმენტების საშუალებით
შესწავლის შემდეგ ტრენინგის მონაწილე შეძლებს:
- შექმნას და დაარედაქტიროს დოკუმენტი კონკრეტული პარამეტრების მიხედვით
- გააფორმოს და გაამდიდროს დოკუმენტი ვიზუალური მასალით, სხვადასხვა გრაფიკული ობიექტებით
- შექმნას დოკუმენტი აკადემიურ სტილში, სარჩევის, ბიბლიოგრაფიის, სქოლიოსა და სხვა ელემენტების გამოყენებით
- მარტივად განახორციელოს და ასახოს ცვლილებები დიდ დოკუმენტებში
ვისთვის არის განკუთვნილი: ტრენინგი განკუთვნილია, როგორც დამწყები, ისე საშუალო დონის მომხმარებელთათვის, რომლებსაც უწევთ მუშაობა ტექსტურ ფაილებთან და სურთ შექმნან პროფესიულ დონეზე მომზადებული და გაფორმებული დოკუმენტი