ჩვენს შესახებ

მრავალი წლის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ საქართველო განიცდის ინსტრუმენტული კომპეტენციების, ტექნიკური საშუალებების და საინფორმაციო-სა­კომუ­ნი­კაციო ტექნოლოგიების გამოყენების მქონე ადამიანური რესურსის ნაკლებობას, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია თანამედროვე ელექტრონულ ეპოქაში. ამ გამოწვევის კვალდაკვალ 2019 წელს დაარსდა „ელექტრონული აკადემია“, რათა ვუპასუხოთ თანამედროვე შრომის ბაზრის გამოწვევებს.

ჩვენი ყველა ტრენერი და პარტნიორი არის უმაღლესი დონის პროფესიონალი, 5+ წლიანი პრაქტიკული მენეჯერული გამოცდილებით

თითოეული ჩვენი ტრენინგი აგებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და მოწინავე მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით

ჩვენი მიზანია:

  • საქართველოში დავამკვიდროთ სწავლების მულტიფუნქციური მეთოდები, რომელიც ითვალისწინებს მონაწილეებისთვის არასტანდარტული და პრაქტიკაზე აგებული გამოცდილების გაზიარებას
  • ისეთი ტიპის ტრენინგ მოდულების შემუშავება, რომელიც პასუხობს თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნებს და გამოწვევებს
  • ჩვენი ტრენინგის მონაწილეს ინტერაქციული სწავლების გამოყენებით შევთავაზოთ მაღალკვალიფიციური ტრენერების პრაქტიკული გამოცდილება