ციფრული შექსპირი

ციფრული შექსპირი

09/02/2021
მომხმარებელი მარიამ ახვლედიანს

ადამიანის ტვინი აღჭურვილია სამყაროს შემოქმედებიდათ აღქმის უნარით. სიტყვებისა და ფერების კომბინაციამ ციფრული პროდუქტი ისე უნდა გადმოსცეს, რომ მომხმარებელში სწორი ემოცია გამოიწვიოს.

ფერები

ფერებს პირდაპირი კავშირი აქვთ ჩვენი ტვინის სენსორებთან,კონკრეტულ ფერთა პალიტრას შეუძლია ადამიანის ტვინში გარკვეული ემოციის გამოწვევა,

მაგალითად:

ალისფერი(purple) ასოცირდება სიბრძნესთან, ლურჯინდობასთან და სტაბილურობასთან ,ხოლო წითელი-ვნებასთან. ბუნებრივია, არ ვფიქრობ, რომ ყველა ფერი ყოველთვის მხოლოდ ამ დატვირთვით უნდა გამოვიყენოთ,თუმცა მაინც მგონია,რომ ფერთათეორიაგასათვალისწინებელი პრაქტიკაა.

ახალშობილებს შეუძლიათ მხოლოდ შავი,თეთრი და ნაცრისფერი დაინახონ,4–5 კვირის შემდეგ- წითელი და 5 თვის ასაკში უკვე გვაქვს გარესამყაროს სრულყოფილად აღქმის ფუფუნება.

ამ დროიდან ჩვენთვის მზე ასოცირდება ყვითელთან, ხეები- მწვანესთან. სწორედ ეს ასოციაცები არის ფერთა ფსიქოლოგიის საწყისი.

სწორედ ამიტომ ჩვენი რჩევაა,როცა ფერებს არჩევთ აიღეთ ის რეალური ცხოვრებიდან, თქვენი რეალური გამოცდილებიდან. აუცილებლად გაითვალისწინეთ გარემოებები, ის თუ სად იყენებს მომხმარებელი თქვენს პროდუქტს.


კიდევ ერთი მეთოდი ფერების არჩევისას არის ფიქრი იმ ადგილზე/გარემოებაზე სადაც ჩვენი მომხმარებელიიყენებს ჩვენს პროდუქტს.

მაგალითად: ერთ-ერთი ჩემი ბოლო პროექტი იყო მობილურ აპლიკაცია, Bookswap- წიგნების გაცვლა/გაყიდვის აპლიკაცია.

პირველი რამ რაც ფერების არჩევისას გავაკეთე იყო ის რომ დავსვი კითხვა.

სად შეიძლება წიგნის კითხვა კომფორტულად?

  • ბუხრის წინ, სანაპიროზე, ზოგს საზოგადოებრივ ტრანსპორტში კითხვაც მოსწონს. სწორედ ამის მიხედვით შევქმენი ეს პალიტრა.


სამიზნე აუდიტორია ასევე მნიშვნელოვანია ფერის შერჩევისას. ასე გამოიყურება ფავორიტ ფერთა სტატისტიკა

კონტრასტი და მისაწვდომობა შეზღუდული მხედველობის ადამიანებისთვის(colorblind).

ზოგიერთ ადამიანს უჭირს კონტრასტის გარჩევა, სწორედ ამიტომ დიზაინის პროცესში აუცილებლად შეამოწმეთ თქვენი ინტერფეისი ,რამდენად მისაწვდომია ყველა თვალისთვის.

ონლაინ რესურსები გასატესტად:

  1. Stark — ( Figma, Sketch, XD )
  2. ColorFilter — Toptal
  3. Color blindness simulator