წესები და პირობები

წესები და პირობები

პრეამბულა: წინამდებარე ვებ-გვერდის www.eacademy.ge (შემდგომში ვებ-გვერდი) გამოყენება რეგულირდება შპს ელექტრონული აკადემიის (შემდეგში კომპანია), მიერ დადგენილი წინამდებარე წესებითა და პირობებით. (შემდგომში წესები და პირობები).

გთხოვთ, დეტალურად გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის გამოყენებას.

წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისათვის მომხმარებელი არის ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც იყენებს ან/და მომავალში გამოიყენებს ვებ-გვერდს, ან/და სარგებლობს კომპანიის სერვისებით.

წინამდებარე ვებ-გვერდზე შესვლით თქვენ ეთანხმებით და ადასტურებთ ვებ-გვერდის გამოყენების წინამდებარე წესებსა და პირობებს. ასევე, ადასტურებთ რომ იცნობთ და ეთანხმებით იმ ცვლილებებსა და დამატებებს, რომლებიც შესაძლოა პერიოდულად შევიდეს აღნიშნულ წესებსა და პირობებში.

1.1. წესებისა და პირობების ცალმხრივი ცვლილება: კომპანია უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს წესები და პირობები, რომლებიც ძალაში შედის მათი ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან 24 (ოცდაოთხი) საათში.

იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე წესებსა და პირობებში მოცემული დანაწესი და ხელშეკრულების კონკრეტული პირობა ერთმანეთს ეწინააღმდეგება, უპირატესობა ენიჭება უფრო გვიან გამოქვეყნებულ ცვლილებას.

1.2. სერვისების გამოყენება: წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის სერვისი გულისხმობს კომპანიის მიერ გაწეულ ნებისმიერ მომსახურებას, მათ შორის და არა მხოლოდ, ანაზღაურებადი და არა ანაზღაურებადი სატრენინგო მომსახურების გაწევა. აღნიშნული სერვისების მიწოდების მიზნით კომპანია ახორციელებს, მათ შორის და არა მხოლოდ: (ა) არა ანაზღაურებადი მომსახურების ფარგლებში მომზადებული ვიდეო, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის  განთავსებას ვებ-გვერდზე; (ბ) ანაზღაურებადი სატრენინგო მომსახურების ფარგლებში მონაწილეებისთვის ვიდეო, ტექსტუალური და ვიზუალური მასალის გაზიარებას ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა ონლაინ პლატფორმის მეშვეობით; (გ) ნებისმიერი შინაარსის ვიზუალური, ტექსტუალური ან/და ვიდეომასალის, მათ შორის და არა მხოლოდ, ნებისმიერი გრაფიკული ნამუშევრის, დიზაინის, ფოტომასალის, ბლოგ პოსტის, ანიმაციის განთავსებას ვებ-გვერდზე, ვებ-გვერდის მომხმარებლისათვის. (შემდგომში ვებ-გვერდზე განთავსებული მასალები)

2. საავტორო უფლებების დაცვა: წინამდებარე ვებ-გვერდზე განთავსებულ მასალებზე, მათ შორის და არა მხოლოდ, 1.2 მუხლით განსაზღვრულ ჩამონათვალზე  ვრცელდება კომპანიის საავტორო უფლებები და აკრძალულია აღნიშნული მასალის ან/და მისი ნაწილის გადამუშავება, გამოქვეყნება (გარდა პირად გვერდზე, კომპანიის სოციალური მედიის გვერდიდან აღნიშნული მასალის გაზიარებისა “გაზიარების” ღილაკის მეშვეობით, საავტორო უფლებათა სრული დაცვით), გადმოწერა პირადად ან/და ნებისმიერი მესამე პირის მეშვეობით კომერციული მიზნით ან/და მის გარეშე, გადმოწერა გავრცელების მიზნით ან/და მის გარეშე.

წინამდებარე მუხლში  მოცემული დანაწესის დარღვევის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება სრულად.

3. პერსონალური მონაცემები: კომპანია ახორციელებს თქვენ მიერ, წინამდებარე დოკუმენტში მითითებული პერსონალურ ინფორმაციის  შენახვას (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) და უფლებამოსილია სამომავლოდ განახორციელოს მისი გამოყენება კომპანიის მიერ  მომსახურებ(ებ)ის პირდაპირი მარკეტინგული გზით შეთავაზების მიზნით. აღნიშნული ინფორმაციის შენახვის მიზანია, მომხმარებლისათვის ეფექტური მომსახურების  გაწევა. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს ინფორმაცია კომპანიისგან პერსონალური ინფორმაციის დამუშავების თაობაზე და მოითხოვოს მის შესახებ არსებული მონაცემების განადგურება.

4. პასუხისმგებლობის შეზღუდვა: კომპანია და მისი შესაბამისი თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაციის არასწორი ან/და არამიზნობრივი გამოყენებით.

5. მარეგულირებელი სამართალი: წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. დავის წარმოშობის შემთხვევაში საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.

6. ანგარიშსწორების და თანხის დაბრუნების პირობები: მომსახურების მისაღებად ანგარიშსწორების განხორცილება შესაძლებელია შემდგები მეთოდებით:

1. ონლაინ გადახდა საბანკო ბარათის მეშვეობით, (როგორ კომპანიებისთვის ასევე ფიზიკური პირებისთვის) პირადი საბანკო მონაცემების შეყვანა ხდება უშუალოდ ბანკის ვებ-გვერდზე, რაც სრულად უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას და უსაფრთხოებას.

2. მომსახურების ღირებულების გადახდა საბანკო გადარიცხვის გზით ინვოისის საფუძველზე, რომელიც გაეგზავნება მომხმარებელს ტრენინგზე რეგისტრაციის თანავე (როგორ კომპანიებისთვის ასევე ფიზიკური პირებისთვის)

ტრენინგის მონაწილე უფლებამოსილია მოითხოვოს გადახდილი თანხის უკან დაბრუნება ტრენინგის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 სამუშაო დღით ადრე, რომელიც ჩაერიცხება მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ იგი ეთანხმება მას სრულად

საიტზე მომხმარებლის მიერ შევსებული პირადი ინფორმაცია კონფიდენციალურია

დაბრუნების პოლიტიკა

  1. ელექტრონულ აკადემიაში თანხის დაბრუნების პირობები:

1.1. თანხის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ ელექტრონული აკადემიის საინფორმაციო ცენტრს და აცნობოთ თანხის დაბრუნების შესახებ;

1.2. პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ ინვოისის ნომერი, შეკვეთის თარიღი, დაბრუნების მიზეზი და გააგზავნოთ ელექტრონული აკადემიის ელ. ფოსტის მისამართზე: info@eacademy.ge

  1. ანაზღაურების წესი:

2.1. ელექტრონული აკადემია, მომხმარებლის მიერ შეძენილი ტრენინგის თანხის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს მომხმარებლის მიერ ტრენინგში გადახდილი თანხა შემდეგი პირობებით:

თუ ტრენინგის მონაწილე თანხის დაბრუნებაზე განაცხადს გააკეთებს ტრენინგის დაწყებამდე:

  • 1 თვით ადრე - ჩარიცხული თანხის 100% ბრუნდება უკან
  • 2 კვირით ადრე - კომპანია იკავებს ტრენინგზე რეგისტრაციის საფასურის ნაწილს - 200 ლარის ოდენობით
  • 1-2 კვირით ადრე - კომპანია მომხმარებელს სთავაზობს გადახდილი თანხის დეპოზიტზე შენარჩუნებას
  • 1 კვირაზე ნაკლებ ვადაში გადახდილი თანხა არ ბრუნდება.

2.2. ელექტრონული აკადემია ვალდებულია მომხმარებელს დასაბრუნებელი თანხა აუნაზღაუროს, თანხის დაბრუნების განაცხადის გაკეთებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში

3. განვადებით შესყიდული ტრენინგის დაბრუნების წესი

3.1. განვადებით შესყიდული ტრენინგის დაბრუნება ან/და განვადების გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული აკადემიის თანხმობით წინამდებარე დაბრუნების წესების გათვალისწინებით.

მომხმარებელი ტრენინგზე ჯგუფში გათვალისწინებულად ითვლება თუ მას დაფარული ექნება ტრენინგის ღირებულების ნაწილი - 200 ლარის ოდენობით.

 ბოლო ცვლილება შეტანილია: 13/12/2023