ონლაინ მაღაზიის მართვის საფუძვლები
გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ ანგარიშზე რომ შეძლოთ შეტყობინების გამოგზავნა
Description
ტრენინგი ამ ეტაპზე არაა გამოცხადებული
ტრენინგის მიზანი: ტრენინგის მონაწილეები გაეცნონ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ელექტრონული კომერციის განვითარების მიმდინარე პროცესებს, ონლაინ მაღაზიის შესაძლებლობებს და ამასთან ერთად შეისწავლონ მისი მართვა. ამასთანავე, ტრენინგის მიზანია კადრების გადამზადებით ელექტრონული კომერციის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.
მონდომებულ კურსდამთავრებულებს გავუწევთ რეკომენდაციას სამომავლო დასაქმების პერსპექტივით ჩვენს პარტნიორებთან.
შესწავლის შემდეგ ტრენინგის მონაწილე შეძლებს:
ტრენინგის მონაწილე ინფორმირებულია რისი ცოდნაა აუცილებელი ონლაინ მაღაზიის შესაქმნელად, შეძლებენ ონლაინ მაღაზიის საბაზისო ფუნქციონალის მართვას, რაც მოიცავს:
- ონლაინ მაღაზიის ფუნქციონალის გამართვას
- კატეგორიების და პროდუქტების შექმნა
- პროდუქტის ველების განმარტება, პარამეტრები და მნიშვნელობა
- შეკვეთების მართვა
- ფასდაკლების აქციების შექმნა
- მიწოდების მეთოდების და ავტუმატური ტარიფიკაციის გამართვა ქვეყნების და ქალაქების შესაბამისად
- Offline და Online გადახდის არხების მოდულების გამართვა
- დიზაინის ცვლილებას(ადმინისტრირების ფარგლებში)
ვისთვის არის განკუთვნილი: მათთვის ვისაც სურს, შეისწავლოს ონლაინ მაღაზიის მართვის საფუძვლები, დასაქმდეს ონლაინ მაღაზიის მფლობელებთან ან შეიქმნას თვითდასაქმების რეალური შესაძლებლობა ელექტრონული კომერციის სფეროში.
ტრენინგზე დასწრება არ მოითხოვს პროგრამირების ცოდნას.
ტრენერი: ირაკლი კიკონიშვილი - გაყიდვების მენეჯერი CScart.ge
ტრენინგის ხანგრძლივობა: 20 საათი (10 შეხვედრა)
ტრენინგის თარიღი: 17 ოქტომბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს
ტრენინგის ჩატარების დრო: 19:00 - 21:00
მონაწილეთა რაოდენობა: არაუმეტეს 15 მონაწილე