SQL დამწყებთათვის
გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან შეხვიდეთ ანგარიშზე რომ შეძლოთ შეტყობინების გამოგზავნა
Description
ტრენინგის ხანგრძლივობა: 20 საათი (8 შეხვედრა)
ტრენინგის თარიღი: 6 თებერვლიდან 29 თებერვლის ჩათვლით, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს
ტრენინგის ჩატარების დრო: 19:30 - 22:00
ტრენინგის ფორმატი: ადგილზე - პეტრე ქავთარაძის I შეს #7 ან ონლაინ
მონაწილეთა რაოდენობა: არაუმეტეს 15 მონაწილე
ტრენინგი მოიცავს SQL მონაცემთა ბაზების როგორც საწყის, ასევე საშუალო დონის ფუნქციონალებს. მათი შესწავლის შედეგად ტრენინგის მონაწილესეძლევა შესაძლებლობა დააპროექტოს SQL მონაცემთა ბაზები და გაიუმჯობესოს მისი გამოყენების უნარ-ჩვევები ყოველდღიურ პროფესიულ საქმიანობაში.
ტრენინგის მიზანი: ტრენინგის მონაწილემ შეისწავლოს ინფორმაციული მოდელი, მონაცემთა ბაზების მართვის სისტემების მუშაობისა და ფუნქციონირების პრინციპები, რათა მან შეძლოს მონაცემთა ბაზის შექმნა, დააპროექტება, ბაზაში ძიება და მონაცემთა დამუშავება.
შესწავლის შემდეგ ტრენინგის მონაწილე შეძლებს:
- მონაცემთა ბაზის პროექტირებას ლოგიკურ და ფიზიკურ დონეზე
- ინფორმაციის მოძიებასა და შენახვას რელაციურ მონაცემთა ბაზაში SQL– ის გამოყენებით
- მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ამოღებას, ძებნას, დამუშავებასა და მანიპულირებას
- არსებული მონაცემთა ბაზის სტრუქტურის წაკითხვასა და შეფასებას
- მონაცემთან ბაზებიდან რელევანტური ინფორმაციის მისაღებად საშუალო სირთული SQL მოთხოვნების გაწერას
ვისთვის არის განკუთვნილი: ტრენინგი განკუთვნილია, დამწყები ანალიტიკოსებისთვის, რომლებსაც უწევთ მონაცემთა ბაზის პროექტირება და მათი მართვა, ასევე იმ პირებისთვის, რომელთაც აქვთ სურვილი გახდენ SQL მონაცემთა ბაზის ანალიტიკოსები.