გეშლატის პრინციპები ვებ დიზაინში

გეშლატის პრინციპები ვებ დიზაინში

08/18/2021
მომხმარებელი Admin Admin

ჩვენი გონება ყოველთვის ეძებს ფარულ მინიშნებებს და სივრცეებს შორის დაკარგულ კავშირებს ახლის და ძველის შედარების მეშვეობით. ეს ყველაფერი შემეცნებითი პროცესის ნაწილია. იმისთვის, რომ გახდეთ კარგი დიზაინერი თქვენ უნდა მიაქციოთ ყურადღება იმას თუ როგორ აღიქვამს ტვინი მის გარშემო მყოფ გარემოს. ამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ შეძლებთ გამოიყენოთ ვიზუალური ელემენტები ისე, რომ გავლენა მოახდინოთ ვიზიტორის აღქმაზე.

უნდა გქონდეთ მკაფიო წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ უკავშირდება ვიზუალური დიზაინი და ფსიქოლოგია და როგორ შეუძლიათ მათ ერთმანეთზე გავლენის მოხდენა. გეშტალტის ფსიქოლოგიის პრინციპების ათვისებისას, თქვენ შეძლებთ მომხმარებლზე ორიენტირებული დიზაინის შემუშავებას, ისეთი ძლიერი ინსტრუმენტის გამოყენებით ,როგორიცაა სივრცე.«გეშტალტი» გერმანულიდან თარგმით ნიშნავს «ფორმებს». ეს არ არის უბრალოდ სიტყვა, ეს არის კონცეფცია, რომლის თანახმადაც "მთელიანობა განსხვავდება მისი ნაწილების ჯამისაგან". (გერმანელ-ამერიკელი ფსიქოლოგის კურტ კოფკას სიტყვები)

ცალკეული ერთეულების ერთობლიობა ჯგუფად წარმოგვიდგება მხოლოდ, მაშინ თუ მათ რამე აერთიანებთ. ამ დროს ელემენტების ინდივიდუალური მახასიათებლების მიუხედავად ჩვენ ვხედავთ ერთიან სურათს. ეს კონცეფცია, თეორია ვრცელდება დიზაინის ყველა არხზე: ჩვენ არ ვათვალიერებთ ტექსტებს, ფერებს, ფორმებს ცალკეულ ელემენტებს, ჩვენ აღვიქვამთ და ვაფასებთ ვებ-გვერდის დიზაინს, როგორც ერთ მთლიანს. ტვინის ამ თვისების გამო, ჩვენ ტყეს მთლიანობაში ვხედავთ და არა,როგორც ცალკეული ხეების კრებულს.

გეშტალტის პრინციპები აღწერს, თუ როგორ აღიქვამს ადამიანის გონება ვიზუალურ კომპონენტებს - გარკვეულ პირობებში.

ეს პრინციპები ემყარება ხუთ მთავარ კატეგორიას:

  1. ფიგურა და ფონი (FigureAnd Ground),
  2. სიახლოვე (Proximity),
  3. სიმეტრია და წესრიგი (Symmetry And Order),
  4. მსგავსება (Similarity),
  5. ჩაკეტილობა/სისრულე (Closure),6. უწყვეტობა (Continuity)

ავტორი: მარიამ დვალიშვილი