ლელა მაჭავარიანი - ტრენინგებისა და ოპერაციების მენეჯერი

ლელა მაჭავარიანი - ტრენინგებისა და ოპერაციების მენეჯერი

02/12/2024
მომხმარებელი მარიამ ახვლედიანს

ლელას 2023 წელს მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხი მენეჯმენტში, ასევე არის EUMMAS-ის მიერ 2021 და 2023 წლებში აღიარებული ასოცირებული პროფესიონალი მენეჯმენტში.

მისი აკადემიური საქმიანობა დაკავშირებულია ხელოვნური ინტელექტისა და განათლების გადაკვეთის შესწავლის სფეროსთან, რაც ასახულია მისი თანაავტორობით შექმნილ სამეცნიერო ნაშრომებშიც. 2017 წლიდან აქტიურად იყო ჩართული საუნივერსიტეტო საქმიანობასა და სწავლა-სწავლების პროცესში.

მისი კარიერა სავსეა სხვადასხვა გამოცდილებით მენეჯმენტის სფეროში. 6 წლის განმავლობაში პრაქტიკული და აკადემიური სამუშაო დაკავშირებულია ბიზნესთან და სასწავლო საქმიანობასთან, გამოცდილება აქვს სხვადასხვა პროექტის სამუშაო დიზაინის დაგეგმვისა და მართვის სფეროში, იკავებდა სხვადასხვა ინდუსტრიაში მოღვაწე ქართული კომპანიების წამყვან პოზიციებს, ამჟამად არის "ელექტრონული აკადემიის" ტრენინგებისა და ოპერაციების მენეჯერი.